სახელმწიფოს მხრიდან გასულ წელს საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების რამდენიმე პროგრამის ამოქმედება დაანონსდა. მათ შორის იყო სეზონური სამუშაოები გერმანიაში. სხვა ქვეყნებში ჯერჯერობით ლეგალურად საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმებულან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან და საფრანგეთთან. ბარკალაიას თქმით, ორივე მიმართულებით მუშაობა გრძელდება, თუმცა პროცესები უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დროებით შეაფერხა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბულგარეთის შემთხვევაში ქართული მხარე მათგან შესაბამის ვაკანსიებს უკვე ელოდება, ხოლო საფრანგეთში ჯერჯერობით პროგრამის ამუშავებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამასთან თამარ ბარკალაიას თქმით, ლეგალური დასაქმების პროგრამის ამოქმედება გეგმაშია კვიპროსთანაც.
“პილოტის სახით ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ლეგალური დასაქმების პროგრამის მექანიზმს ავაწყობთ უკვე საფრანგეთისთვისაც. ოღონდ ეს იქნება მცირე რაოდენობა ვაკანსიების და შევხედავთ როგორ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები და საფრანგეთის მხარე ასეთი ტიპის თანამშრომლობით. პარალელურად რამოდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი კვიპროსია, თუმცა აქვე მინდა ვაღიარო, რომ უკრაინაში ომმა გამოიწვია ზოგადად მიგრაციული კრიზისი და აქედან გამომდინარე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ხდება გადაფასება მათი საჭიროებებისა და ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ველოდებით იქამდე, სანამ გავაგრძელებთ აქტიურ მოლაპარაკებებს”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.
ცნობისთვის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და კვიპროსის გარდა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გადამზადება ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით. გადამზადების კურსს ჯამში 119 ადამიანი გადის.
საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…